|
2016-09-19 18:29:19, 1005 ნახვა
საზოგადოება
ტყემალაძე: შრომის კოდექსის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა და გაკეთდება
პარტია „მრეწველების" ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, შრომით კანონმდებლობაში ბევრი რამ გაკეთდა და კვლავ გრძელდება ეს პროცესი, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა შრომის კოდექსი, რომლითაც ბევრი ადამიანი იგნორირებული იყო. „კოალიციური ხელისუფლების დროს შრომის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულების სასარგებლოდ. ვერ მოგვარდა ბოლომდე ისე, როგორც ხელისუფლებას მიგვაჩნდა სწორი, რადგან კანონი რომ გავიდეს, სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, სამ-სამ თვიანი ხელშეკრულებები გაეფორმებინა და უმიზეზოდ გაეშვა დასაქმებული. ჩვენ ეს გავახანგრძლივეთ და ორჯერ დროებითი ხელშეკრულება უკვე მუდმივში გადადის. უაპელაციოდ ვერ გაათავისუფლებენ, თუ საფუძვლიანი საბაბი არ იქნა და ა.შ. ბევრი რამ გაკეთდა და გაკეთდება. გენდერული კუთხით დასაქმების პრობლემა არ არსებობს. საჯარო სტრუქტურებში, სამედიცინო დაწესუბულებებში და ბევრ ადგილას ქალების სამუშაო ადგილები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების",- განაცხადა ტყემალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)