|
2016-09-19 14:25:13, 1422 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი მუსლიმთა პანსიონატის საქმეზე: პოლიცია ასეთი ინციდენტების მიმართ სენსიტიური არ იყო
„ფაქტია, რომ ასეთი ინციდენტების მიმართ პოლიცია სენსიტიური არ იყო“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქობულეთის მუსლიმთა პანსიონატის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, უკვე რამდენიმე ადამიანის მიმართ კონკრეტული პასუხისმგებლობა დადგა. „რამდენადაც ვიცი რეამდენიმე ადამიანის მიმართ კონკრეტილი პასუხისმგებლობის შედეგი დადგა. ეს არის საკითხი, რასაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვსწავლობთ და ვადევნებთ თვალყურს. ზოგადად, ასეთი ინციდენტების მიმართ პოლიცია სენსიტიური არ იყო და ეს ფაქტია. ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი გვაქვს და მათ შორის ბოლო წლებში მიმდინარე სხვადასხვა საქმეების გამოძიების თვალსაზრისით. სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება, როცა გამოძიება ბოლომდე არ არის მისული და არ არის დამდგარი კონკრეტული შედეგი. რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი იყოს გამოძიებული და ადეკვატურად მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, ცნობისთვის,ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის მუსლიმური პანსიონის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მუსლიმური პანსიონის მეზობლად მცხოვრები სამი პირი ჟუჟუნა რუხაძე, ანგელინა ყურშუბაძე და ზურაბ რუხაძე დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ აღნიშნული პირები დაავალდებულა, თავი შეიკავონ ყოველგვარი ქმედებისგან, რაც ხელს შეუშლის მუსლიმთა პანსიონის მუშაობას. ორი წლის წინ, ქობულეთში, მუსლიმური პანსიონის გახსნას ადგილობრივების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსახლეობამ პანსიონის შესასვლელ კარზე ღორის თავი გააკრა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)