|
2016-09-19 13:55:06, 563 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეურნეობასა და დიდი ჭყონში იმყოფებოდა. ოთარ დანელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობაში გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა. „მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მოსახლეობის დასაქმებას. ვიცი, რომ თქვენს სოფელში ოდითგანვე ჩაის კულტურა იყო განვითარებული, დღეს კი განადგურებულია. სამეგრელოს ამ კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც გპირდებით, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. საქართველო ჩაის იმპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გარდა ამისა, გავაუმჯობესებთ და გავაფართოვებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და პირადად ვიზრუნებ სოფლის მეურნეობის ყველა ტრადიციული დარგის ასაღორძინებლად. გულწრფელად გპირდებით, თავს არ დავზოგავ, რომ თქვენი სასახელო დეპუტატი ვიყო საქართველოს პარლამენტში“ - განაცხადა ოთარ დანელიამ. ყოფილ თანაგუნდელს მიესალმა და წარმატებები უსურვა მოქმედმა მინისტრმა სოზარ სუბარმა. „ ოთარ დანელიამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს მანდატს პარლამენტში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება მომდევნო 4 წელიწადში გააკეთებს იმდენს, რამდენიც უკანასკნელ 25 წელიწადში არ გაკეთებულა. ამის თქმის საშუალებას ჩემი მეგობრის, ოთარის შემართება მაძლევს, რომელიც საქმეზე ორიენტირებული, მიზანდასახული პიროვნებაა. მჯერა, ის აუცილებლად გაიმარჯვებს“,-აღნიშნა სუბარმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდი ჭყონის მაცხოვრებლებს გზის რეაბილიტაციის, ამბულატორიის შენობისა და ბაგა-ბაღის აშენების პირობაც მისცა. ადგილობრივებმა ოთარ დანელიას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს. (NS)
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)