|
2016-09-19 10:24:41, 700 ნახვა
საზოგადოება
„ახალი მზიურის" მხარდამჭერებმა პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილე აღნიშნეს
„ახალი მზიურის" პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილის აღსანიშნავად, „მზიურის პარკში" პროექტის გულშემატკივრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „მზიურის პარკი" ერთი დღის განმავლობაში ყველა ასაკის სტუმრისთვის გართობის, მხიარულებისა და თაგადასავლების ადგილად იქცა. სპეციალურად ამ დღისთვის, თიბისი ბანკმა პროექტის #წერექართულად ფარგლებში განახლებული ამფითეატრის სცენაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოაწყო. „მზიურის" გამოცოცხლების იდეა, რომელიც „მზიურის პარკის" ფუნქციურად დატვირთვას ისახავდა მიზნად, უკვე რეალობად იქცა და დღეს ამფითეატრის სცენა, ისევე როგორც სოციალური კაფე უსასყიდლოდ ეთმობა ლიტერატურულ საღამოებს, წარმოდგენებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშო მოედნებიც, რის შედეგადაც „მზიურის პარკი" ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის გართობისა და დასვენებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. (R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)