09:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 17:32:13, 778 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: გააკეთეთ კარგი ანალიზი და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ქვეყნის განვითარებაში;  თქვენი ყოველდღიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ფერხულში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა  მდივანმა კახა კალაძემ გურიაში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" დღეს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ სტუდენტებს.

კახა კალაძემ  "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე  ისაუბრა. ამასთან, პარტიის გენერალურმა მდივანმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა აქტუალურ შეკითხვას უპასუხა.

 "ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები. როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი, მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდებს  საპარლამენტო არჩევნებზე  ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა,  ვინაიდან მისი შეფასებით,   ქვეყნის მშენებლობაში ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი.

„მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი. კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა“,-დასძინა  კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics