|
2016-09-17 16:07:45, 755 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" მონაწილეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის - "შენი ხმა ჩვენი მომავალია" მონაწილე 500-მდე ახალგაზრდასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. "მე ამაყი ვარ, რომ ამ ერთი თვის განმავლიბაში თქვენთან ერთად დავდიოდი და ვემსახურებოდი არა რომელიმე პარტიის ინტერესს, არამედ მთავარს - თითოეული მოქალაქის აქტიურობა იყოს სამშობლოს სამსახურისთვის. გხედავთ მომავალ ექიმებს, იურისტებს, მინისტრებს, დიპლომატებს, მაგრამ მთავარია, რომ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქალაქეები, რომელთაც გააზრებული აქვთ, რომ მოქალაქეების როლი არის უმთავრესი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ინიციატივით და სარეზერვო ფონდის დახმარებით, პროექტი აგვისტოში დაიწყო და მიზნად ისახავდა ამომრჩევლის გააქტიურებას და არჩევნებში მონაწილეობის მიმართ მოსახლეობის ინტერესის გაზრდას. პროექტის ფარგლებში საქართველის 8 ქალაქში 9 ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა მოეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)