|
2016-09-16 15:25:48, 568 ნახვა
საზოგადოება
სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა. გლდანში მცხოვრები დევნილი, სოციალურად დაუცველი ბენიძეების მრავალშვილიანი ოჯახის 2 წევრი პირველად სკოლაში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მიაცილა. სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი „სმარტმა“ იზრუნა. სხვა მოსწავლეებისთვის „სმარტმა“ საკანცელარიო ნივთებზე -35%-მდე ფასდაკლება დაგეგმა და სასკოლო ატრიბუტიკის მომარაგებსთვის ფართო არჩევანი და ხელსაყრელი პირობები შესთავაზა. „“სმარტის“ სახელით გვინდა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს მივულოცოთ სწავლის დაწყება. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ლილე და ნიკოლოზ ბენიძეები სკოლაში პირველად მე მივაცილებ და მინდა მათ წარმატებული მომავალი ვუსურვო. განათლება ხომ ბედნიერი მომავლის განმსაზღვრელია. ბენიძეების ოჯახი გლდანის „სმარტის“ მახლობლად ცხოვრობს და გვსურდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გაგველამაზებინა მათთვის“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. სასწავლო კვირის უკეთ დაგეგმვისთვის 45 საჯარო სკოლის მომსაწვლეებს „სმარტისგან“ საჩუქრად გაკვეთილების ცხრილი გადაეცათ და „სმარტის’ კორპორაციულ გმირთან - ციყვთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებით კიდევ უფრო გაიხალისეს დღე. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)