|
2016-09-16 11:14:48, 826 ნახვა
რეგიონი
ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი გახსნა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც; საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი, მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასული წლის ივლისში მიიღო, როცა იგი ეთნიკურად სომეხ ფოკელ მოზარდებთან ერთად ზემო სვანეთში იმყოფებოდა. ახალგაზრდებმა ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს; მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ მათ სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავების მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოუწყობდნენ, როგორიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო 30-მდე სხვა სოფელში. აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)