|
2016-09-15 13:35:35, 1182 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ლევან გორგილაძე დაინიშნა
დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან გორგილაძე უხელმძღვანელებს. ლევან გორგილაძე 2012 წლიდან დღემდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქმიანობდა. ის სხვადასხვა წლებში გახლდათ მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდში ლევან გორგილაძე ხელმძღვანელობდა ჯერ სოციალურ სფეროს, შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებას. ლევან გორგილაძე პროფესიით ექიმია, 1982–1988 წწ დაამთავრა “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი“. 2006-2012 წწ იყო შპს „ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმი ნარკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი; 2005-2006 წწ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი; 1998-2005 წწ შპს „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორი; 1998-2005 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგე; 1992-1997 წწ - ქ. ბათუმის N3 საგამოძიებო იზოლატორი, სამედიცინო-სანიტარული ნაწილის უფროსი; 1984-1993 წწ - ქ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგური, მორიგე ექიმი, ცვლის უფროსი ექიმი; 1988-1992 წწ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გონიოს საუბნო საავადმყოფოს უბის ექიმი, თერაპევტი. ლევან გორგილაძე 1994 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ნარკოლოგიასა და სასამართლო მედიცინაში. ნარკომანიის პრევენციის საკითხებზე 2003 წელს სტაჟირება გაიარა აშშ-ში, ჰაივორდის უნივერსიტეტში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
(R)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)