23:59 - 09 May, 2026
|
2016-09-14 16:33:33, 673 ნახვა
საზოგადოება
გოდერძი თევზაძის მეუღლე საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს
სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მეუღლე ირმა ბოლოთაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ ირმა ბოლოთაშვილმა პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. როგორც დაკავებულის მეუღლე აცხადებს, თევზაძე უდანაშაულოა და საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა. "გადავწყვიტე პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო და შიმშილობა ჯერ პროკურატურასთან დავიწყო და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გავაგრძელო", - განაცხადა ირმა ბოლოთაშვილმა. ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ამ დროისთვის დემური სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის ახლობლებმა დღეს აქცია გამართეს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)