23:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 15:49:43, 559 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში რიგით მე-2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალის ფარგლებში მრავალი სახალისო და სამეცნიერო ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სახალისო ექსპერიმენტებში, იმოგზაურონ ცერნის ბირთვული კვლევების ინტერაქტიულ გვირაბში, დაეწრონ სახალისო სამეცნიერო შოუს ბრიტანელი მეცნიერების მონაწილეობით, დაესწრონ გამოფენებს, პრეზენტაციებს და საჯარო ლექციებს.

ფესტივალი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და მკვლევარ-მეცნიერებისთვის.  ფესტივალი 17-23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო პავილიონის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე. 24 ოქტომბერს კი ფესტივალი ვაკის პარკში გადაინაცვლებს, სადაც დამთვალიერებლებს სამეცნიერო პიკნიკი დახვდებათ. 25-ში ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დაიხურება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის გვერდს: www.facebook.com/scienceandinnovationfestival

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics