22:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 14:02:16, 775 ნახვა

პოლიტიკა
"მრეწველები" ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

პარტია "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პარტია საქალაქო სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს.

ზურაბ ტყემალაძე სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრასაც აპირებს.

როგორც ტყემალაძემ განმარტა, ცეკსო-ს ხელმძღვანელს ამის უფლება ჰქონდა, თუმცა საფუძველი არა.  

მისივე თქმით, მრეწველებმა ცესკო-ში დოკუმენტები და სია თანმდევი კანონებით თავის დროზე ჩააბარეს.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, "მრეწველების" რეგისტრაციიდან მოხსნა ბევრის ინტერესებში შედის. ის არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ხელისუფლებაც იყოს.

შეგახსენებთ, რომ "მრეწველები", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "ვალერი კვარაცხელია სოციალისტები" და კიდევ რამდენიმე სხვა გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics