2016-09-11 14:12:32, 847 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე ლაგაზიძეზე: მე ვაპატიე მას
პაატა ბურჭულაძე ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, საარჩევნო სიაში საქმის მკეთებელი ადამიანები არიან. ბურჭულაძემ პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების არსებობა გამორიცხა:
"განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები, იმიტომ რომ მოლაპარაკე ისედაც ძალიან ბევრია პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე არ იციან,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და დასძინა, რომ აპატია ხათუნა ლაგაზიძეს, რომელიც მისივე შეფასებით, მალე საკუთარ საქციელს ინანებს.
„მე ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებსაც, რომ აპატიონ და დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს,“-აღნიშნა ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ.
http://epn.ge/index.php?id=30965
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან