20:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 17:18:18, 717 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. დეტალურად ისაუბრა სოციალურ განვითარებაზე, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებზე.

არჩილ თალაკვაძემ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.

“8 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, თუმცა ამ არჩევნებში ჩვენი კონკურენტები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ჩვენი კონკურენტები არიან სოფლებში დარჩენილი ძველი შენობები, მიწის ნაკვეთები რომელსაც დავამუშავებთ, შეჭირვება და სიღარიბე, რომელსაც მეწარმეობის განვითარება სჭირდება. მომდევნო წლების განმავლობაში არცერთი სოფელი არ უნდა დარჩეს გზის, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე”, - მიმართა თალაკვაძემ ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics