19:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 12:05:21, 908 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი: ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

“ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 14 მილიონი დოლარის ღირებულების  სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - ეს ინფორმაცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვანში, წინა საარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა.

გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის მიხედვით მოწესრიგდება არქეოლოგიური მუზეუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაიზრდება ტურისტების რიცხვი, რაც მუნიციპალიტეტს და ადგილობრივებს დამატებით შემოსავალ მოუტანს.

“ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტაცია ასობით ეკლესია მონასტერს ჩაუტარდა, მოწესრიგდა მუზეუმები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიები. რამდენიმე დღეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშიც, რომლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლი ბანკმა გამოყო. 14 მილიონი დოლარი არის ის თანხა, რომელიც სამუშაოების დასრულებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’  ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა ვანში  გამართულ შეხვედრაზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics