19:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 19:10:25, 909 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი „Agile Spirit 2016-ის“ საშტაბო სწავლებას დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვაზიანში „Agile Spirit 2016-ის“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას დაესწრო. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სწავლების დეტალებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია სწავლების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა პოლ მოგლენმა მიაწოდა.

„მოგეხსენებათ, სწავლება „Agile Spirit“ გაყოფილია ორ ნაწილად. აქტიური ქმედებები მიმდინარეობს ორფოლოს პოლიგონზე, სადაც არის თავმოყრილი ძირითადი შეიარაღება და ხორციელდება მანევრი, ტაქტიკური გადაადგილებები და საცეცხლე ვარჯიშები. იმავდროულად, წარმოებს საშტაბო სწავლებები, რომელსაც ქართველი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ძალიან რთული და საინტერესო სცენარია შემოთავაზებული. გარემო პირობები არის რეალური, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ჯერჯერობით რაც ვნახე, მეთაურები ფლობენ სიტუაციას, სწორ გზაზე დგანან და ეს კარგია. დანარჩენი სწავლების დასრულების დროს გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, სწავლება წარმატებული იქნება“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება საბრძოლო და სტაბილურობის ოპერაციების, ასევე, დაგეგმვის, გადაადგილებისა და ინტეგრაციის მიმართულებებს მოიცავს.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. „Agile Spirit 2016“ სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების პრაქტიკული და თეორიული ნაწილი 9 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics