|
2016-09-05 17:04:03, 1088 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ავთანდილ ბერიძესთან ერთად ,,გმირთა ხეივანში'' საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და ახლობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქალაქში, ჩვენი დროის გმირის, ჟიული შარტავას მემორიალის გახსნა. ეს ის ადმაინია, რომელიც ბოლო წუთებამდე იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავამ არ დატოვა ქალაქი. ქალაქში შეჭრილმა აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართველ მხარეს გადმოეცა. ჟიული შარტავა დაკრძალულია სენაკში. იმავე პერიოდში მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ჟიული შარტავას მემორიალის ავტორია გიორგი შხვაცაბაია. მემორიალის პროექტი მომზადებულია ქალაქ ბათუმის მერიის დაკვეთით და მისი ღირებულება 62530,39 ლარს შეადგენს.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)