|
2016-09-02 20:03:13, 762 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება. პრემიერის განმარტებით, ამ თემით სპეკულირების საშუალება არავის უნდა მიეცეს. "არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, ამ თემით ისპეკულიროს და სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ამ თემით ბევრი ადამიანი ეწევა პოპლიტიკურ, ძალიან სახიფათო სპეკულაციას. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ თუ არა და სახელმწიფო აუციებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს. ეს იქნება ორმხრივი დიალოგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. წინასწარ რამის თქმა ნაადრევია, მე მექნება მათთან შეხვედრები, მაქვს კომუნიკაცია, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ექნება საშუალება და დრო, სრულად შეისწვლოს ეს საკითხი და მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება", - განაცახადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის უზრუნველყოფს ყველა კონფესიის მიმდევართათვის შესაბამისი უფლებების დაცვას. "თუ იქნება საჭიროება, თუ მათ ექნებათ სურვილი და არსებულ სამლოცველოებში ვერ ეტევიან, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ და არანაირი წინააღმდეგობა არ გვექნება", - აღნიშნა პრემიერმა.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)