|
2016-09-02 12:46:46, 646 ნახვა
საზოგადოება
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელი სექტემბრის ბოლოს მოეწერება
პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის წინა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ასევე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე - დელონე, ხოლო ფრანგული მხრიდან - ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები - ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, კომისიის წევრები მამულის მემკვიდრეთა ოჯახებიდან, ადვოკატი მეთიუ ჟიბერი და, ასევე, ლევილის მერი - ერიკ ბრევი ესწრებოდნენ. სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და ნოტარიულ აქტზე ხელმოწერისათვის წინასწარ მოსამზადებელი ტექნიკური დეტალები. ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბერის ბოლო დეკადა დასახელდა. ხელმოწერის ცერემონიალი ლევილის შატოს მამულში გაიმართება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)