|
2016-09-01 23:10:45, 816 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზიანებული ობიექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შემოიარა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზიანებული ობიექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შემოიარა. უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა. მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი. სტიქიას მსხვერპლი მოყვა სოფელ თხილნარში. საკალმახე მეურნების გაწმენდის დროს ადიდებულმა წყალმა 28 წლის მამაკაცი ჩაიყოლა. ცხედარი რამდენიმე საათში ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა. ზურაბ პატარაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. სოფელ ერგეში, ბაშკო-ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა ღელემ გარესამყაროს მოწყვიტა. ხიდის მშენებლობისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ მომენტისთვის ცხელ ხაზზე ასამდე ზარია შესული და მათზე რეაგირება აქტიურად ხორციელდება. 1 სექტემბრის ღამით აჭარის ზღვისპირა ზოლში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დატბორვა და მეწყერული მოვლენები გამოიწვია. ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბები მუნიციპალიტეტებში. შესაბამისი სამსახურები დღის მანძილზეც აქტიურად აგრძელებდნენ სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ზარალი უმნიშვნელოა. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი ზარალის დათვლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)