|
2016-09-01 15:52:24, 4286 ნახვა
კულტურა
4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება
ბათუმი-თბილისის მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, 4 სექტემბერს, ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტით დასრულდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მასში მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი (ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი) მონაწილეობენ. კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი). „2014 წლის შემოდგომიდან „ღამის სერენადები“, პარალელურად, თბილისშიც იმართება. ღონისძიებისადმი ინტერესი ყოველწლიურად მატულობს. ძალიან საინტერესო ფესტივალია და მსმენელი დიდ სიამოვნებას იღებს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ამ ღონისძიების აქტიური მხარდამჭერია. წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია იმითაც, რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის საიუბილეო თარიღს ემთხვევა და მსმენელი განსხვავებულ პროგრამას მოისმენს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. საიუბილეო გალა-კონცერტამდე, 2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორიში“ გაიმართება საქველმოქმედო საღამო. 3 სექტემბერს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყობა ლიანა ისაკაძის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი სერიის ჩვენება. (რეჟისორი - ალექსანდრე ვახტანგოვი). ბათუმი-თბილისის me-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27-28 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში გაიხსნა. შემდეგი კონცერტი 30 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდა. ეს იყო ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც 1982 წელს საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ პირველად ჩატარდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, აღდგა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)