|
2016-08-30 19:41:58, 1247 ნახვა
სხვადასხვა
საქართველო ბელარუსის პირველ მასშტაბურ ნაციონალურ გამოფენას უმასპინძლებს
სექტემერში საქართველო ბელორუსის პირველ მასშტაბურ ნაციონალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც 1-სექტემბერს 12:00 საათზე ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria»-ში გაიხსნება და 4 სექტემბრამდე გასტანს. განცხადება ამის შესახებ ა.რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ადმინისტრაციის შენობაში ბრესტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ლაგუნიმ გააკეთა. მან ბიზნეს სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოფენა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ქ. მინსკში ოფიციალური ვიზიტის დროს 2016 წლის მარტში გადაწყდა. ბელორუსის ნაციონალური გამოფენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელი ბელორუსში ნაწარმოებ პროდუქციას და კულტურულ პროგრამას გაეცნობა . მასში 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები, ბელორუსში მოღვაწე მსახიობები და მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» წარმოდგენილი იქნება ასევე პროდუქციის და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა. ასევე გამოყოფილი იქნება ცალკე სტენდი, რომელიც მიეძღვნება ბელორუსის რესპუბლიკის ეკონომიკურ, საექსპორტო, საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს. გამოფენა ემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორივე მხარის ბიზნეს სექტორის დაახლოებას. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქს არაერთი ბელორუსი ბიზნესმენი ესტუმრება, რომლებსაც საქართველოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნიათ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)