|
2016-08-30 15:16:43, 578 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
სამების ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო მრავალი წელია გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან. 30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან ხოლო სრულიად საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს. ამ ღონისძიებებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)