|
2016-08-30 15:08:21, 937 ნახვა
საზოგადოება
ქუმსიშვილი: ვეჭვობ, რომ „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს
მეც ვეჭვობ, რომ საქართველოში „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს, - ამის შესახენ ჟურანლისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუხცადა. მინისტრის განმარტებით, ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. „მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ, მეც მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს ოკუპაციის შესახებ კანონი. ერთმნიშვნელოვნად კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრინველყოფილი. არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანია,რამდენადაც მე მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა. რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას“,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ქუმსშივილის თქმით, მიუხედავად ამისა, ყველამ, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს კანონმდებლობას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ რუსული კომპანია „იანდექსი“ შემოვიდა, რომელიც მოსახლეობას ტაქსის მომსახურებას სთავაზობს. Yandex taxi-ს რუკაზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს რუკიდან განცალკევებულად არის წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)