|
2016-08-30 14:46:03, 671 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ანაკლიაში "მომავლის ბანკს" ესტუმრა
გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის "მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი,"მომავლის ბანაკში" სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა, რომელმაც პრეზიდენტს ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შემეცნებითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ბანაკის მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. "მომავლის ბანაკში" 14 - დან 18 წლამდე ასაკის 300 ახალგაზრდა ისვენებს, ბანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)