|
2016-08-30 13:30:30, 842 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი ავტომანქანები გადაეცა
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ერთეული ფოლკსვაგენის ფირმის მანქანა ყველა საჭირო მოწყობილობით არის აღჭურვილი. აღნიშნული ტექნიკის ღირებულება 373 ათას 320 ლარს შეადგენს. ახალი ავტომანქანები დღეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა 9 მანქანა 2012 წელს შეიძინა. დამატებით 4 ერთეული რეანომობილი ცენტრისთვის ბათუმის მერიამ შეისყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გასულ წელს ტექნიკური და სამედიცინო პერსონალის უნიფორმები განაახლა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიან ქსელში ჩაერთო. ახალ სისტემაში ჩართვის შემდეგ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან დაკავშირება 112-ის საშუალებით გახდა შესაძლებელი. შესული შეტყობინება ავტომატურ რეჟიმში აისახება სისტემაში და ოპერატორი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით იღებს ინფორმაციას. ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას 16 ბრიგადა ემსახურება. ბრიგადების დამატება წელიწადში 2-ჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)