|
2016-08-30 12:14:22, 706 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის გაზრდის მიზნით, პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელშიც ჩართულები არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები. უწყების ინფორმაციით, ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას გულისხმობს. პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა საგნის გარდა, კომპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. "მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ. სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადატვირთული პროგრამები მასწავლებლებისთვის არამიზანშეწონილია. მით უმეტეს, ის გავლენას არ ახდენს არც მათ და არც მოსწავლეთა შედეგებზე. სწორედ ამიტომ, მომავალში დაგეგმილია მასწავლებელთა გამოცდების დახვეწა-გაუმჯობესებაც, რადგან სამინისტროს მიზანს მხოლოდ პედაგოგთა „გამოცდა-გაკონტროლება”არ წარმოადგენს. სამინისტრო დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველა პედაგოგს ინდივიდუალურად მიეცემა",-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)