|
2016-08-30 11:58:00, 713 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლაზე ღონისძიებებს ატარებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო, სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები. ამ დროისთვის ბიზნეოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს. სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)