|
2016-08-29 18:54:13, 916 ნახვა
საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა. ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებს და საწარმოს ადმინისტრაციას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა. „ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შიდა მოხმარების უზრუნველყოფა და ექსპორტის გაზრდა. ჩვენი გუნდის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზე არის ორიენტირებული“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ. ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო დღიურად 100-150 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)