|
2016-08-29 13:12:48, 2590 ნახვა
სპორტი
ზაქარია ქუცნაშვილი: ხევსურეთისა და თუშეთის ახალ გზას აუცილებლად გავიყვანთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ხევსურეთისა და თუშეთის ახალი გზის მშენებლობაზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლების პრიორიტეტულად გამოცხადებულ პროექტების რიცხვში შედის და აცხადებს, რომ ამ გზის მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი. „ჩვენ მთის განვითრების კანონი მივიღეთ, რომელიც თიანეთს, ყაზბეგს, დუშეთს, ხევსურეთს, რაჭა, ცაგერს, მთიან აჭარასა და გურიას. ამ კანონს ქართველი ხალხი 20 წელი ელოდებოდა. პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა სხვადასხვა საეტაპო ამოცანებია. საპროექტო სამუშაოები შესყიდულია როგორც ხევსურეთის, ასევე ახმეტის მიმართულებით. საპროექტო სამუშაოების შესყიდვა ნიშნავს, რომ უნდა გამოიყოს სახსრები, მომზადდეს პროექტი და ამის განხორციელებას, ზოგ შემთხვევაში რამოდენიმე თვე ან წელი ჭირდება. საპროექტო სამუშაოების შესყიდვის დონეზე, სმუშაოები დამთავრებულია. ასე რომ, ხევსურეთსა და თუშეთში ახალი გზის გაყვანის პროცესი აუცილებლად დასრულდება“, - აცხადებს ქუცნაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა „P.S.”-ის ეთერში ის იმ პროექტების ჩამონათვალი გაარცელეს, რომელიც უნდა განხორციელებულიყო და 4 წელია შეჩერებულია. ჩამონათვალში ხევსურეთსა და თუშეთში აახალი გზის გაყვანაც მოხდა.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)