|
2016-08-29 11:53:58, 676 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება აღდგება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე დგსარწყავი წყლის მიწოდება აღდგება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ვეჯინის არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგამშვები ფარები და სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულებაც 226 749 ლარია, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. 2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროქეტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 6 100 ჰექტრიდან 14 000 ჰეტქრამდეა გაზრდილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)