|
2016-08-28 14:04:48, 842 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების კამპანიასნილს სკოტი შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი შეუერთდა. „მოხარული ვარ, რომ ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას. ჩვენ გვინდა, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს უსაფრთხო. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის საგზაო უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, ვართ მთავრობის წევრები თუ ცალკეული პირები, ჩვენ ყველა ვიყენებთ გზას. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გზები გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის. უნდა დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაშავებულების და იმ ადამიანების რიცხვი შევამციროთ, ვინც ყოველწლიურად გზებზე იღუპება. ჩვენ მდგრადი განვითარების მიზნებს შევუერთდით იმისათვის, რომ 2020 წლამდე გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გავანახევროთ. ეს არის შესანიშნავი კამპანია. ვუერთდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას, იმის დასამტკიცებლად, რომ ვიმუშავებთ ერთად და მივაღწევთ საგზაო უსაფრთხოებას“, განაცხადა ნილს სკოტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)