|
2016-08-27 16:17:39, 781 ნახვა
საზოგადოება
უვადოდ მსჯავრდებულებმა პატრიარქის საჩუქრები მიიღეს
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმა საქართველოს პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საპარტიარქოს წარმომადგენლებმა დღეს გადასცეს და მარიამობა მიულოცეს. მსჯავრდებულებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული, საეკლესიო ლიტერატურა, ხატები და სანთლები გადაეცათ. „საქართველოს პატრიარქმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები გამოუგზავნა. ილია II-მ მათ მიმართ დიდი სიყვარული გამოიჩინა, ამას თავად მსჯავრდებულებიც გრძნობენ და ამ სითბოს თითოეული მათგანი აღნიშნავს“,- განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)