|
2016-08-26 19:14:54, 842 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილი ნარმანიას: ადექი და დაწერე განცხადება, შეინარჩუნე შენი რეპუტაცია
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლას და რეპუტაციის შენარჩუნებას ურჩევს. საკრებულოს დეპუტატი დავით ნარმანიას სიმართლის აღიარებისკენ მოუწოდებს. „თქვენ თქვით, რომ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა ადგილზე და ნახა, რომ ხეები გამხმარი იყო, რა გამოდის, რომ ხეების ბრალი იყო? რა გავაკეთოთ ახლა? მივიდეთ დავაწებოთ ეს ხეები და თავიდან გადავხერხოთ? არც მერად დაბადებულხართ და არც მე დავბადებულვარ დეპუტატად. რას ლაპარაკობ, საღ-სალამათი ხეები მოჭერით, წიწვები ჰქონდა და გირჩები. გაბედე და თქვი სიმართლე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მეც გიხდი ბოდიშს ვირიშვილო მაიმუნოს რომ გეძახდი, ადექი და თქვი სიმართლე. მიიღე გადაწყვეტილება. ამ ქალაქში არ უნდა იარო? ადექი და დაწერე განცხადება, შეინარჩუნე შენი რეპუტაცია“, - განაცხადა ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)