|
2016-08-26 19:08:27, 789 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 8 ოქტომბერს ყველაფერი კარგად გამოჩნდება
ახალი ბაღები რომ შენდება ნაცვლად ადრე დახურული 47 ბაღისა, არაფერი არ არის ამ ქალაქში? სამება-მახათას გზა საქმე არ არის? 143 ახალი ევროპული ავტობუსი, რომელიც ივლის ჩვენს ქალაქში, არაფერი არ არის? უამრავი გამწვანებული სკვერი არაფერი არ არის?, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით რამანიამ საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, უფრო დეტალურად ორწლიანი მუშაობის შეჯამების დროს ისაუბრეს, რომელიც სექტემბრისთვის იგეგმება. „მე მესმის, წინასაარჩევნო პერიოდია და თბილისის მერიის დისკრედიტაციით პოლიტიკური ქულებს იწერთ, მაგრამ რვა ოქტომბერს ყველაფერი კარგად გამოჩნდება. აქ ზოგიერთი ამბობს, რომ 11 თვე დამრჩა, რატომ დამრჩა 11 თვე? რას ითვლით?“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ეწრება. სხდომა რამდენჯერმა შეწყდა, შექმნილი დაპირისპირებების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)