|
2016-08-26 18:03:18, 714 ნახვა
საზოგადოება
ნატა ფერაძე: ჩვენ ვემიჯნებით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნას, ჩვენი მიზანია სულხანიშვილის გადადგომა
მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მერიის წინ მყოფი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მოწესრიგებაა და არა მერის გადადგომა. "შიმშილობა შევწყვიტეთ, მაგრამ აქცია გრძელდება. დავით ნარმანიას რაც შეეხება, ის, უბრალოდ, დეგენერატია. მას გონია, რომ მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებზეა საუბარი. ყველა დანარჩენ დანაშაულზეც უნდა აღიძრას საქმე. ჩვენ პეტიციაზე ვიწყებთ ხელისმოწერების შეგროვებას, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე უნდა გადადგნენ. შესწავლილი უნდა იქნეს არა მარტო ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ფაქტი, არამედ ყველა ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ქალაქს დაუშავეს. ჩვენ არ ვუერთდებით ნარმანიას გადაყენების მოთხოვნას. პირიქით, ამას ვემიჯნებით. ჩვენ გინდა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის გამოსწორება. ნარმანიას ამ ყველაფერში დიდი ბრალი მიუძღვის, მაგრამ გაისად არის მერის არჩევნები და კანონმორჩილად დაველოდებით არჩევნებს", - აცხადებს ფერაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)