|
2016-08-26 18:13:43, 740 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ტალახაძე: სასიხარულოა, როცა ოლიმპიადაზე ოქროს მედალს აიღებ და გილოცავს ყველა, პრეზიდენტიც, პრემიერიც
ოლიმპიადიდან დაბრუნებულმა ქართველმა ოლიმპიელებმა საქართველოს პრეზიდენტს ღირსების ორდენებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასიხარულოა, როცა ოლიმპიადაზე ოქროს მედალს აიღებ, ჩამოდიხარ და შენს ქვეყენაში პრეზიდენტიც, პრემიერიც, ყველა გილოცავს და უხარია შენი წარმატება. „ღირსების ორდენიც ნამდვილად დიდი პატივის ჩემთვის“,-აღნიშნა ლაშ ტალახაძემ. რიოს ოლიმპიადის კიდევ ერთამ ჩემპიონა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. „სასიხარულოა, როცა შენ თითოეულ წარმატებას ქვეყანა ასე ზეიმობს და უხარია. მეც შეევეცადე, ჩემი ქვეყანა გამეხარებინა და საბოლოდ ოქროც მოვიგე“,-აღნიშნა ხინჩეგაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ლაშა ტალახაძეს, ვარლამ ლიპარტელიანს, ირაკლი თურმანიძეს, ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს და გენო პეტრიაშვილს ღირსების ორდენები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)