|
2016-08-26 17:59:13, 702 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ბეგაძე მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ბეგაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ძირითად მიმართულებად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განისაზღვრა. „ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ, რუსთაველები ვცხოვრობდეთ თანამედროვე ქალაქში. ამისთვის, პირველ რიგში, ვნერგავთ ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის ურთიერთობის საუკეთესო სტანდარტს. ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მოვუსმინოთ ამომრჩევლებს, მათ გადაუჭრელ საკითხებს, ინიციატივებს",-განაცხადა გიორგი ბეგაძემ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმითვე, მისი მთავარი გამოწვევაა, რუსთავში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს. მოსახლეობასთან შეხვედრები რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)