|
2016-08-26 17:55:02, 809 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში დაზიანებული წყლის მილები შეიცვლება
დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-2 კორპუსის მცხოვრებლებს მალე გამართული წყალმომარაგების სისტემა ექნებათ. დიდუბის რაიონის გამგეობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში დასრულდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ამის შემდგომ კი კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას დაიწყებს. შეთანხმების შედეგად, კომპანია აღნიშნულ მისამართზე სრულად შეცვლის წყალსადენის მილებს, დიდუბის რაიონის გამგეობა კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია დღეს მოსახლეობას გააცნეს. დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-2 კორპუსთან უკვე შეცვალა კანალიზაციის მილები, მილების გაუმართაობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)