|
2016-08-26 17:15:33, 669 ნახვა
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია საკრებულოში დაპირისპირებაზე: თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა
საკრებულოში მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ფლიგელში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მიზეზი ცოტნე გამსახურდიას მიერ დედაქალაქის მერის მისამართით გაკეთებული განცხადებაა. მან ნარმანიას უუნარო უწოდა. "დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ. მისივე თქმით, მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა და დამსწრე საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიდა. ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ, უკვე განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)