|
2016-08-26 14:28:54, 626 ნახვა
საზოგადოება
აქცია საკრებულოსთან - "დროა 8 ოქტომბერს ვირიშვილები აღარ შემოვხაზოთ"
დავით ნარმანიას მოსმენა საკრებულოში აქციის ფონზე წარიმართება. მერის გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მესამე სექტორი შეიკრიბა. აქცია თბილისის საკრებულოსთან 14:30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი თბილისის მერიისა და დავით ნარმანიას მუშაობას გააპროტესტებენ. ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორი თბილისის მერის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. აქციის გარდა მათ სურთ რიგგარეშე სხდომაზე დასწრება და ანგარიშის მოსმენაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა საკრებულოს შესაბამისი სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლებას. „ნარმანია არის თბილისელების სირცხვილი, მის კისერზეა ამორტიზებული ავტობუსები, გაფუჭებული სკვერები, მოჭრილი ხეები. ასე რომ, დროა 8 ოქტომბერს ვირიშვილები აღარშემოვხაზოთ და წინ წავიდეთ საქართველოს განვითარებისთვის“, - განაცხადა ორგანიზაცია "დამოუკიდებელი კვლევით ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი ჭიკაძემ. ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობა შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი, მერის გადადგომაა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)