|
2016-08-26 14:05:29, 632 ნახვა
საზოგადოება
ბედუკაძე : „9+1“-ის სცენარი, რაც ციხის კადრებს ეხება, ჩემი დაწერილია
ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან მმართველობაზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის - „9+1“-ის სცენარი, რომელიც ციხის კადრებს ეხება, მისი და კიდევ ერთი მსჯავრდებულების მიერ არის დაწერილი, - ამის შესახებ ბედუკაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა. როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, სერიალს პოლიტიკური სახე არ აქვს და ის მხატრულს მიეკუთვნება. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ფილმი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობას. "დეტალები არ ვიცი. გარკვეული პერიოდი ვიყავი ჩართული ამ ფილმში კონსულტანტად, გარკვეული პერიოდის მერე არ ვმონაწილეობდი. პირველი სცენარი, რაც ეხება ციხის კადრებს, ჩემს მიერ არის დაწერილი, ასევე, ყოფილი მსჯავრდებულების მიერ. შემდეგ როგორ განვითარდა და საბოლოო სახე რა მიიღო, ჩემთვის უცნობია, რადგან არ მომეცა საშუალება გადაღებას დავსწრებოდი“, - განაცხადა ლადო მან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)