|
2016-08-25 16:39:11, 823 ნახვა
საზოგადოება
ნატა ფერაძე: დღეს 7 საათიდან მერიის წინ კარვების გაშლას ვაპირებთ
მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა თბილისის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები მერიის წინ კარვების გაშლას აპირებენ და შესაბამისი განცხადებით მერიას უკვე მიმართეს. „დღეს 7 საათზე მერიის წინ კარვების დადგმას ვაპირებთ და ამასთან დაკავშირებით მერიაში განაცხადი უკვე შევიტანეთ. რაც შეეხება ჩანაწერს, რომელშიც მე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ვესაუბრები არის იმ დღის კადრები, როდესაც ხეების მოჭრის შესახებ გავიგეთ და ადგილზე მივედით. ნარმანიას ბოდიშტან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ მას ბოდიში, ფაქტიურად, არ მოუხდია. კონსტრიუქციული დიალოგი ჩვენ გვინდოდა, მას კი მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენა სურდა. გუშინდელი მისი გამონათქვამი და დღევანდელი ბოდიში მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს“, - განაცხადა ფერაძემ. „პარტიზანმა მებაღეებმა“ მერიასთან პროტესტის გამოხატვა 17 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ მერიის ნებართვით ხეების მოჭრა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)