|
2016-08-25 15:47:47, 676 ნახვა
საზოგადოება
LCC საქართველო დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს
LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ პროგრამას ახორციელებს. LCC საქართველოს პროგრამაში ჩართვის მსურველმა 92-მა ახალგაზრდამ ინგლისური ენის ტესტი ჩააბარა. დამაკმაყოფილებელი რეზულტატის შემთხვევაში დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდები შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან. პროგრამის პირველ ეტაპზე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 20-მა ახალგაზრდამ უკვე გაიარა. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ცოდნა და მიიღონ უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანია,რომ წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი შეიტანონ და განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტიპენდიის პროგრამის დახმარებით, გააგრძელონ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)