|
2016-08-25 12:42:42, 760 ნახვა
საზოგადოება
1012-მა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1012-მა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, 50 პროცენტიანი გრანტი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, 70 პროცენტიანი გრანტი -1400-ზე მეტმა აბიტურიენტმა. "არსებობს უფასო ფაკულტეტები, სადაც თუ აბიტურიენტები ჩაირიცხნენ, სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლიან. აქედან გამომდინარე 5000-ზე მეტი აბიტურიენტი არის ის რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან, მათგან 1012-მა თავად მოიპოვა ეს გრანტი", - აღნიშნა მიმინოშვილმა. მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა. „37 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა მათ მიერ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ბუნებრივია, რეიტინგისა და საკონკურსო ქულის მიხედვით. გარკვეული რაოდენობა არის აბიტურიენტებისა, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, თუმცა მათ მითითებულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 500-ია და როგორც ჩვენი ბაზიდან ჩანს, ამ აბიტურიენტებს არ ჰქონდათ მითითებული საკმარისი რაოდენობა სასწავლებლებისა”, - განაცხადა მიმინოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)