|
2016-08-25 12:22:10, 718 ნახვა
საზოგადოება
„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
26 აგვისტოს, 20:00 საათზე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართება. მუსიკოსი დიმიტრი დადიანი და ვენაში მოღვაწე ქართველი ვიდეოარტისტი თათია სხირტლაძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს" ინსპირაციით ერთობლივად შექმნიან აუდიო-ვიდეო ინსტალაციას. 27 აგვისტოს, პროექტში მონაწილე არტისტები მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითავენ და ჩაატარებენ ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასებს. პროექტი თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დასწრება თავისუფალია! გამოფენის გახსნა: 26.08. 2016, 20.00 სთ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)