05:41 - 09 May, 2026
|
2016-08-24 20:31:44, 875 ნახვა
საზოგადოება
„ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი“ - თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს
„ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი“ - ამჯერად ამ სიტყვებით თბილისის მერს აქციის მონაწილეები მოიხსენიებენ, რომლებიც ამ წუთებში მუნიციპალიტეტთან არიან შეკრებილები. მათ შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და მერიის მუშაობას აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მობილიზებულია მერიის დაცვის სამსახურიც. აქციის მონაწილეები, მერის დღევანდელ განცხადებას, ჩაშლილ სხდომას და ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ 45 ხეს აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ უკანონოდ მოჭრილი ხეების საქმეზე პასუხი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა აგონ, რომელთა ვალდებულება იყო აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)