|
2016-08-24 18:44:46, 922 ნახვა
საზოგადოება
ნინო სულხანიშვილი: არ მსურს დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა
ჩემი გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა. ნინო სულხანიშვილის თქმით, მას არ სურს დამნაშავის სტატუსით მოხდეს მისი გადადგომა. „ "არ მოხდეს ისე, რომ ცილისწამებით, დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა. თუ სამართალდამცველი ორგანოები დადებენ დასკვნას, რომ რაიმე გადაცდომას ან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ჩვენი სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებ პასუხს“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა. ცნობისთვის, სულხანიშვილმა კომენტარი გააკეთა „პარტიზანელი მებაღეების“ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადადგეს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური. ამ მიზნით ისინი კვირაზე მეტია შიმშილობენ. როგორც სულხანიშვილმა აღნიშნა, ის საჭიროების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს პროკურორებთან. სულხანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხდა, რომ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საგამოძიებო ორგანო მისი ან მისი სამსახურის შეცდომებს გამოავლენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)