|
2016-08-24 15:16:07, 686 ნახვა
საზოგადოება
ზაქარია ქუცნაშვილი: სოსოს უყვარს მთა და ის გულს ჩადებს ტურიზმის განსავითარებლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ მმართველი გუნდის თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მთიანი რეგიონის განსავითარებლად აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. „ ვფიქრობ, სოსო ჯაჭვლიანის მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა. სოსოს მთა უყვარს და ის გულს ჩადებს მთაში ტურიზმის განსავითარებლად. სოსო მთის მოყვარული კაცია და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ზოგადად, მე, როგორც თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გეტყვით, რომ მთა საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი ძეგლებით, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობით. აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, რათა მთაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ - კონკრეტულად, საუბარი მაქვს საავტომობილო გზებზე, ხიდებსა და ბოგირებზე. აქედან, საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დავხარჯოთ მთის რეგიონის განსავითარებლად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)