|
2016-08-24 12:44:18, 649 ნახვა
საზოგადოება
ძველ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. როგორც ”ექსპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება. თბილისის მერიის ცნობით, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა. ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)